აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან იმყოფებოდნენ - ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია
24/04/2024
23:00
საზოგადოება
A-
+A
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ. ადგილზე მათ პოლიციის კორდონი დახვდათ.
აქციის ორგანიზატორები მონაწილეებს მოუწოდებენ, კორდონს არ მიუახლოვდნენ, რათა ეს “პროვოკაციის მიზეზი არ გახდეს”.
პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ “მონებო!”.
ამ წუთებში კი მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან. არსებული ინფორმაციით, ევროპის მოედანზე აქციის მონაწილეებს შეუერთდება ლაზარე გრიგორიადისი, რომელმაც საპატიმრო დღეს დატოვა.
მომიტინგეები მოსახლეობას მოუწოდებენ, გამოვიდნენ და აქციას შეუერთდნენ. ისინი სკანდირებენ - “საქართველო!”, “არა რუსულ კანონს!”
მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
0
0
167
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%