02/11/2021
11:15
პოლიტიკა
მისი თქმით, ქვეყნის განვითარებას და უკეთესი სახელმწიფოს არსებობის სურვილს ხელშეწყობა, სტაბილურობა და ერთიანობა სჭირდება:
„ავტოპილოტზე კი არ არიან სკოლები, ტრანსპორტი, საავადმყოფოები, მაშველები, პატრული, სოციალური და ეკონომიკური პროგრამები, უნივერსიტეტები, საბავშვო ბაღები და კოლეჯები, სასწრაფო დახმარება, აგრარული და ეკონომიკური პროექტები, საზღვრის დაცვა, ჯარი. ჩვენი სახელმწიფო ურთულესი მსოფლიო პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის, ოკუპაციის, რეგიონში უპრეცედენტო უსაფრთხოების გამოწვევებისა და კიდევ უამრავი გეოპოლიტიკური თუ ეკოლოგიური კატასტროფების ფონზე კონკრეტული ადამიანების დაუღალავი შრომით იმართება.
უკეთესი გვინდა და ამ უკეთესს ხელშეწყობა და ერთიანობა, სტაბილურობა სჭირდება. ვის არგია ეს დაუსრულებელი ხელოვნური გაუგებრობა - შევალ თუ არ შევალ, რომ შევალ, მერე ალბათ ისევ გამოვალ და თუ არ გამოვალ....იტყვით, რომ ამ შევედი-გამოვედი, აქციების უკან ამბიციები, ანგარება და ვიწრო პოლიტიკური ინტერესები დგას. არ აქვს მნიშვნელობა ამ წიაღსვლებს, უბრალოდ, მართლა „კმარა“! „სირცხვილია“! - წერს თამარ ტალიაშვილი.
0
0