03/12/2024
13:38
სამართალი
2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირები ზაჰეჰის დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.
მათი ნაწილი ადვოკატებმა უკვე მოინახულეს.
როგორც უფლებადამცველი ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, მან 3 დაკავებული მოინახულა, რომელთაგანაც 2 სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.
„როცა დააკავეს, ჯერ კორდონში ურტყეს, შემდეგ მანქანაში ჯერ ერთი ჯგუფი, მერე მეორე ჯგუფი გაუსწორდა ფიზიკურად, აგინებდნენ. როგორ შეჩერდნენ-მეთქი - ვკითხე, ალბათ, დაიღალნენო, მერე უფროსი მოვიდა, დროზე წამოდითო, „ბოს, მოდი ერთხელაც დამარტყმევინეო“, ერთხელაც დამარტყა და ამის შემდეგ წავიდნენო. ასეთი მოქცევა მხოლოდ დაკავების უკანონობა არაა, არაადამიანური, არაკაცური, არაქართულია, ეს არ შერჩებათ. სამიდან ორს დაზიანება აქვს“, - განაცხადა ტყეშელაძემ.
ცნობისთვის, 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 34 პირი დააკავეს.
ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ გუშინ მიმდინარე აქციის დროს 12-მა სამართალდამცავმა მიიღო დაზიანება.
0
0