-share.jpg)
მნიშვნელოვანია, არავითარ შემთხვევაში არ იქნეს დაშვებული, რომ ძალადობა გადაიქცეს დაუსჯელობად, ამიტომაც არსებობენ უწყებები, კანონები, ამიტომ საუბრობს ევროპის საბჭო, რომ სამართლიანობა, კანონის უზენაესობა, კანონების სამართლიანი აღსრულება არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსემ თბილისში გამართულ პრეკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
ჟურნალისტმა ალენ ბერსეს კითხვა დაუსვა საპროტესტო აქციების დროს დაშავებული სამართალდამცველების შესახებ.
„კონკრეტულ დეტალზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს, ამიტომაც გვჭირდება კანონის უზენაესობა, სტაბილური ინსტიტუციები, რათა ყველა პრობლემაზე ვიმუშაოთ. მე არ ვიყავი უშუალოდ დემონსტრაციების ადგილზე, არ მიმიღია მონაწილეობა, შესაბამისად, ვერ გავაკეთებ შეფასებას. ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ ჩვენი კომპეტენციები, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ქვეყანას, რათა ძალადობა დაგმობილ იქნას ყველა მიმართულებით. დანარჩენი – ეს არის საქართველოს ხელისუფლების უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნეს დაშვებული, რომ ძალადობა გადაიქცეს დაუსჯელობად. ამიტომაც არსებობენ უწყებები, ამიტომაც არსებობს კანონები და ამიტომაც საუბრობს მუდმივად ევროპის საბჭო, იმეორებს, რომ სამართლიანობა, კანონის უზენაესობა, კანონების სამართლიანი აღსრულება არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ალენ ბერსემ.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.
0
0