აქ ვარ იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მხარდაჭერა გამოვუცხადო, როგორც პოლონეთის, ასევე ეუთოს სახელით - ზბიგნევ რაუ
30/03/2022
15:50
პოლიტიკა
A-
+A
აქ ვარ იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადო, როგორც პოლონეთის სახელმწიფოს, ასევე ეუთოს სახელით, - ამის შესახებ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს დღეს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციით ინფორმაციით, შეხვედრისას ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის საკითხებზე.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელსაც პოლონეთი უკრაინისა და უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად დგამს, აჩვენებს, რომ პოლონეთი ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერისათვის.
სალომე ზურაბიშვილმა მინისტრს თბილისში მაისში დაგეგმილი ქალი ლიდერების საერთაშორისო კონფერენციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც კონფლიქტებში ქალთა როლს შეეხება.
0
0
368
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%