
გახარიას პარტია დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს. 12 დეპუტატი დილიდან საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება, ისინი რამდენიმე წუთში პირველად დაესწრებიან პლენარულ სხდომას.
ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ პარლამენტში ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენებას გეგმავენ.
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ პარლამენტის ბოიკოტი იყო შეცდომა.
"ის, რომ პარლამენტის ბოიკოტი იყო შეცდომა, ეს აქამდეც ვაღიარეთ. დღეს, კიდევ ერთხელ, აქ, პარლამენტში, ამ ტრიბუნიდან ვაღიარებთ, რომ, რა თქმა უნდა, პარლამენტის ბოიკოტი იყო შეცდომა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ამ პარლამენტის არც ლეგიტიმაციას, არც ლეგიტიმაციის მიცემას, არც - არმიცემას. როდესაც ისმის კითხვა, ვინ აძლევს ლეგიტიმაციას ამ პარლამენტს, ეს კითხვა, პირველ რიგში, უნდა დაუსვან იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული 4 ოქტომბრის პროვოკაციის მოწყობაში და იმ მძიმე შედეგების დადგომაში, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ," - აცხადებს გიორგი შარაშიძე.
0
0