
საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მთავრობის ადმინისტრაციასთან, 7-9 მარტის მოვლენების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მას სურს სოლიდარობა გამოუცხადოს.
„როგორც ყველა დანარჩენი, იმისთვის ვარ აქ, რომ სოლიდარობა გამოვიჩინო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს. ვფიქრობ, რომ იმის მიუხედავად, თუ რა ქნა მან, მიუღებელია პარლამენტში მისი იმიჯის გამოცალკევება და აშკარად სპეკულირება, რომ იგი და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ძირს უთხრიან ამ პროტესტს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ყველა პიროვნებას აქვს ამ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის თანაბარი უფლება“, - განუცხადა IPN-ის ცნობით კრამონმა ჟურნალისტებს.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025