23/02/2023
09:41
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მეორე ვადით კენჭის ყრაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია, - ამის შესახებ Politico იუწყება.
გამოცემის ცნობით, ბაიდენის ყოყმანის გამო, დემოკრატიული პარტიის ზოგიერთი წევრი უკვე სარეზერვო გეგმას ამზადებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ორბიტაზე თითქმის ყველა დარწმუნებულია, ბაიდენი საბოლოოდ მეორე ვადით მოსვლას გადაწყვეტს, მისმა ყოყმანმა პარტიაში გაურკვევლობა გამოიწვია, რის გამოც ზოგიერთი პოტენციური კანდიდატი და პარტიის წევრი გეგმა B-ზე მუშაობს.
ბაიდენმა უკვე გამოტოვა რამდენიმე შესაძლო მოსახერხებელი თარიღი მეორე ვადით კენჭისყრის განზრახვის გამოსაცხადებლად, მაგრამ პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს მან შესაძლოა, აპრილში გააკეთოს.
ამავდროულად, ამბიციურმა დემოკრატებმა გადადგნენ ნაბიჯები საკუთარი გზების გასახსნელად, მათი ნაწილი უკეთესი იმიჯის შექმნაზე მუშაობს, რათა საზოგადოებაში თავი უკეთ წარმოაჩინოს.
ბაიდენის ახლო წრეების უმეტესობა დაჟინებით ამტკიცებს, რომ მას მეორე ვადით გაპრეზიდენტება სურს, თუმცა ამ გადაწყვეტილების ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი მისი ჯანმრთელობის შესაძლო კრიტიკულ გაუარესებასთან არის დაკავშირებული, რაც მას პრეზიდენტობისთვის შეუფერებელს გახდის“, - აღნიშნულია სტატიაში.
0
0