26/10/2024
14:50
არჩევნები 2024
უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი, დეზინფორმაციას უწოდებს ოპოზიციის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ხმის დამთვლელი აპარატი მხოლოდ იმ შემთხვევაში თვლის ხმას, თუ ბიულეტენზე 41 ნომერია გაფერადებული, ამიტომ, ამომრჩეველს მოუწოდებენ, კარგად დააკვირდნენ 41-ის წრეში პატარა წერტილი არ იყოს დასმული.
ბერიკაშვილის თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ აპარატი საერთოდ არ ატარებს ხმას, თუ წრე კარგად გაფერადებული არ არის, ასე რომ, ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ბიულეტენზე დასმული წერტილი თავისთვის შეინახონ და სხვა რამე მოიფიქრონ.
"ვინაიდან დეზინფორმაციას ავრცელებენ ამიტომ მოვიცალე ამისთვის ახლა!
აპარატი საერთოდ არ ატარებს ხმას თუ კარგად გაფერადებული არ არის!
ასე, რომ ეგ თქვენი დასმული წერტილი შეინახეთ თქვენთვის!
ეს იცის ყველამ! ასე რომ სხვა რამე მოიფიქრეთ!" - წერს ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში.
0
0