09/02/2022
12:19
სამართალი
მან სასამართლოს წინაშე ჩვენებაზე უარი განაცხადა.
„მე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2013 წლის თებერვლიდან ვმუშაობ. ჩემთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას ქონების გაფლანგვასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ ეს ეტაპი და ბრალდება ეხება 2009-2013 წლამდე პერიოდს. ამ პერიოდის განმავლობაში მე არ ვიყავი სამსახურის ხელმძღვანელი და არანაირი შეხება არ მქონდა. მე აქ გამოძახებული ვარ დაცვის მხარის მოწმედ. მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია დაცვის მხარის პოზიციების გასამყარებლად გამოძახებული ანზორ ჩუბინიძე.
მე ვფიქრობ, რომ თავად ბრალდებულები და მისი ადვოკატები გაცილებით კომპეტენტურები არიან და გაცილებით კარგად წარმოადგენენ, თუ რატომ და რისთვის იხარჯებოდა ეს თანხები. ასე რომ, მე უნდა დავადასტურო რომ 2009 -2013 წლებამდე არანაირი შეხება ამასთან დაკავშირებით არ მქონია და არ მაქვს. ასევე, მინდა განვმარტო, საჯაროდ არის ცნობილი, რომ გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება 2013 წლის პერიოდთან დაკავშირებით, როცა უკვე მე ვიყავი სამსახურის ხელმძღვანელი. მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ გახარჯული თანხების კანონიერებასთან დაკავშირებით. ბრალდების იმ ეპიზოდთან, რომელიც დღეს იხილება, არანაირი შეხება არ მაქვს. შესაბამისად, დღეს ჩემ მიერ ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა, ფრაზა და დაფიქსირებული პოზიცია შეძლება ისე იყოს ინტერპრეტირებული, რომ გამოყენებული იქნას ჩემს საწინააღმდეგოდ მომავალში. ამასთან დაკავშირებით, მსურს განვაცხადო, რომ მინდა ვისარგებლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით, რომელიც მაძლევს საშუალებას უარი განვაცხადო ჩვენებაზე სასამართლოს წინაშე,“ - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
0
0