
“ანუ, სამოქალაქო ომს აპირებ გუბაზ?! 1991-92 წლებში გინდათ ქვეყნის დაბრუნება?! რომ ევროინტეგრაციას კიდევ მინიმუმ 30 წელი დავშორდეთ?” - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ “აქ [საქართველოში] ბევრი აპირებს ომს და ამას მხოლოდ მისი სახელით არ ამბობს”.
როგორც ზაალ ანჯაფარიძე წერს, ეს "კოლექტიური გუბაზები" არიან პოსტსაბჭოთა ბაბლში რომ უნდათ ჩაგვტოვონ.
„ანუ, სამოქალაქო ომს აპირებ გუბაზ?! 1991-92 წლებში გინდათ ქვეყნის დაბრუნება?! რომ ევროინტეგრაციას კიდევ მინიმუმ 30 წელი დავშორდეთ?
ეს "კოლექტიური გუბაზები" არიან პოსტსაბჭოთა ბაბლში რომ უნდათ ჩაგვტოვონ, იმიტომ რომ იქ არის მათი კომფორტის ზონაც და სულიერი ნავთსაყუდელიც“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ცნობილია, გუშინ, გუბაზ სანიკიძემ “კავკასიის” ეთერში განაცხადა:
„მე ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, იმიტომ რომ ბევრი ვიცი და ბევრ ადამიანთან მილაპარაკია, მეომრებთან მილაპარაკია, ვეტერანებთან, აფხაზეთის ცხინვალის, აქ ბევრი ვაპირებთ ომს და მოგექცევით ისე, როგორც მოვექცევით შემოჭრილ რუსებს აქ, უარესად, გეიგეთ ეს, გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ფიზიკურად, სინდისი და ნამუსი რომ არ გაგაჩნიათ.
გავიგე, ზნედაცემული ხალხი ხართ, გავიგე, მაგრამ ვირთხის ინსტინქტები ხომ გაქვთ? მოგექცევით ისე, როგორც ექცევიან უკრაინაში კოლაბორანტებს, მეტი რა გითხრათ, ამ ქვეყანას არ დავთმობთ, ამ ქვეყანას ამ ერის უმრავლესობა არ დათმობს, ქართული ემიგრაცია არ დათმობს. თქვენ რა გგონიათ, უკრაინაში რამდენიმე ათასი ქართველი რომ იბრძვის, მეორე დღესვე აქ გაჩნდებიან და დამხმარეც გვეყოლება, მთელი ცივილიზებული სამყარო, სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
0
0