
“ნამდვილად მძიმე სურათია”, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, პაატა სილაგაძე აშშ-ს მიერ ოთხი მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესებას.
მისი თქმით, ის იზარებს კოლეგების პათოსს, თანადგომას უცხადებს იმ კოლეგებს, ვისზეც სანქციებია გამოყენებული.
მისი თქმით, თუკი ფაქტი არსებობს, მაშინ „აუცილებლად უნდა ითქვას და დაიდოს”.
უმაღლესი საბჭოს წევრი იზიარებს საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის პოზიციას, რომ აუცილებელია შეიკრიბონ, თუნდაც იუსტიციის საბჭოს პირობებში სახელმწიფოს კომპეტენტურ პირებთან და ამ საკითხზე დეტალურად და გულწრფელად ისაუბრონ.
“დღეს, სანამ საბჭოს სხდომაზე მოვიდოდი, ჩემს ერთ-ერთ კოლეგას ვესაუბრებოდი და ასეთი შეშფოთებული პოზიცია ჰქონდა, ნუთუ ყველა გადაწყვეტილების მიღებაზე უნდა ვიფიქრო იმაზე, რა პოლიტიკური შეფასება მოჰყვება ამა თუ იმ პოლიტიკური მხარის მიერ?! ანუ ეს რა გამოდის?… ვის რა მოეწონება ამაზე უნდა იფიქროს მოსამართლემ თუ კონკრეტული მტკიცებულების საფუძველზე მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება?”, - განაცხადა პაატა სილაგაძემ.
ცნობისთვის, აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.
ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებას ავრცელებს.
0
0
შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა
11/08/2025
სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა
10/08/2025