
ევროკავშირმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებას გზა გაუხსნას, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ კოპენჰაგენში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ახორციელებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ რეფორმებს და ევროკომისია ამას აღიარებს.
„ახლა ევროკავშირის ჯერია, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რადგან გაფართოება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. გაფართოება ევროპას უფრო ძლიერს გახდის“, – განაცხადა კოშტამ.
ანტონიუ კოშტა ცდილობს, შეცვალოს წესი, რათა უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობის თანხმობა საკმარისი იყოს და არა ყველა ქვეყნის ერთსულოვანი გადაწყვეტილება. ამ გზით, უნგრეთის ვეტო დაძლეული იქნება.
0
0