
მივესალმები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმების გამოცხადებას, რომელიც ეფუძნება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ წინადადებას, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში სოციალურ ქსელში წერს.
„ვაფასებ შეერთებული შტატების, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის დიპლომატიურ ძალისხმევას ამ გარღვევის მისაღწევად. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების პირობები. ყველა მძევალი უნდა გათავისუფლდეს. უნდა იყოს უზრუნველყოფილი მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა. ბრძოლა ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰუმანიტარული მარაგების დაუყოვნებლივი და შეუფერხებელი შეტანა ღაზაში. ტანჯვა უნდა დასრულდეს. გაერო მხარს დაუჭერს შეთანხმების სრულ განხორციელებას, გააფართოვებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. ჩვენ ხელს შევუწყობთ ღაზაში აღდგენისა და რეკონსტრუქციის ძალისხმევას. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამოიყენონ ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რათა შექმნან სანდო პოლიტიკური გზა ოკუპაციის დასრულებისკენ, პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლების აღიარებისკენ, რაც გამოიწვევს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის მიღწევას, რათა ისრაელელებმა და პალესტინელებმა შეძლონ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ცხოვრება. ფსონები არასდროს ყოფილა ასეთი მაღალი“, – წერს ანტონიუ გუტერეში.
0
0