ანტიკორუფციულმა ბიურომ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას“, მის დამფუძნებელ ხათუნა ლაგაზიძეს და თანადამფუძნებლებსაც გაუუქმა.
ბიუროს ხელმძღვანელს ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია, რომ გადაწყვეტილება „აირჩიე ევროპასაც” შეეხებოდა, თუმცა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ „ჩვენ არ გვინდა, რომ შერჩევითი სამართალი არსებობდეს, ამ შემთხვევაში, მათ მიმართაც გავავრცელებთ აღნიშნულ დათქმას”.
“ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნევთ, გამოვიყენოთ დისკრეცია და გავაუქმოთ ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციები დავავალდებულეთ, გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და ეს გაეცნოთ საზოგადოებისთვის”, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძრვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კუპრაშვილმა აღნიშნა, „ანტიკორუფციული ბიურო გააგრძელებს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებული არჩევანის სადარაჯოზე დგომას“.
0
0