08/08/2023
12:56
მსოფლიო
ბრიტანელი მეცნიერების განცხადებით, „ის რაც ხდება ანტარქტიდაზე, შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს, რადგან მას გლობალური შედეგები მოჰყვება და ამიტომ მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, თუ რას განიცდის ანტარქტიდა“.
„უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ ექსტრემალური მოვლენების მზარდი ინტენსივობითა და სიხშირით და მათი კასკადური გავლენით. ვფიქრობ, არსებობს რეალური საშიშროება, რომ მომავალ წლებში ანტარქტიდამ შეწყვიტოს პლანეტისთვის გამაგრილებლის როლის შესრულება და დაიწყოს მოქმედება, როგორც რადიატორმა,“ - თქვა გლაციოლოგმა მარტინ ზიგერტმა.
ანტარქტიდაზე ყველაზე ექსტრემალური სიცხის ტალღა 2022 წლის მარტში დაფიქსირდა, რამაც ზედაპირის ტემპერატურა 38,5 °C-ით უფრო გაზარდა. ექსპერტების თქმით, ეს რომ ზაფხულში მომხდარიყო, ყინულის ზედაპირი დნობას რეკორდული სისწრაფით დაიწყებდა.
„ანტარქტიდის გარშემო ზღვის ყინულის საფარი 2023 წლის დასაწყისში, უკვე რეკორდულად დაბალი იყო, მაგრამ შემდეგ მდგომაორება ისე შეიცვალა, რასაც აქამდე ველოდით. ზღვის ყინულზე მართლაც ახალ სამყაროს ვხედავთ”, - დასძინა გლაციოლოგმა კაროლინა ჰოლმსმა.
მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე Larsen A და B ყინულის აისბერგებისა და აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე მდებარე კონგერის ყინულის „თაროს“ "დრამატული" დაშლის შესახებ, რამაც შეიძლება ატმოსფეროსა და ყინულის ტემპერატურა გაზარდოს.
1990-იანი წლების შემდეგ, გრენლანდიასა და ანტარქტიდაზე ყინულის დნობამ ზღვის დონე 1,8 სმ-ით გაზარდა, რაც კლიმატის დათბობის ყველაზე უარეს სცენარებს ემთხვევა. თუ ეს მაჩვენებლები გაგრძელდება, მოსალოდნელია, რომ ყინულის ფურცლები ზღვის დონეს კიდევ 17 სმ-ით აამაღლებს და საუკუნის ბოლოსთვის 16 მილიონი ადამიანი, ყოველწლიურად, წყალდიდობის საფრთხის წინაშე დადგება.
0
0