02/04/2023
20:50
სპორტი
ანტალიის გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებმა ძიუდოში უმედლოდ დაასრულა
თურქეთში, ქალაქ ანტალიაში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში ბოლო საშეჯიბრო დღეს ხუთი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში მხოლოდ მძიმეწონოსანი ლევან მატიაშვილი გავიდა, თუმცა სამწუხაროდ, ისიც დამარცხდა.
მანამდე მატიაშვილი ფინალში გასასვლელად ნიდერლანდელ სნიპს დაუპირისპირდა და შეხვედრის ბოლო წამზე იპონით დამარცხდა.
ტურნირზე დღეს გამომსვლელი ოთხი ძოიდოისტი – ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე 90 კგ), ომარ საური (100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ შეჯიბრებას.
შესაბამისად, წლევანდელი ეს გრანდ სლემი უმედლოდ დავასრულეთ.
ცნობისთვის, 2022 წელს გამართულ ანტალიის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლის აღება შეძლო და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ გიორგი ტერაშვილი (73 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ვერცხლის მედლები კი ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიპოვეს.
0
0