16/11/2021
15:37
საზოგადოება
„Misha Sesi მთავარი არხი • Mtavari Arkhi საქართველოს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ თქვენ გამხილათ იმაში, რომ ჩემთან მიმართებით დაარღვიეთ ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპები, კერძოდ, თქვენ: 1. პატივი არ ეცით სიმართლეს და საზოგადოებას მიაწოდეთ ცრუ ინფორმაცია; 2. ვალდებული იყავით, შეგესწორებინათ გამოქვეყნებული არსებითად არასწორი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება!
ქარტიის რეკომენდაციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ უზრუნველყავით, რომ თქვენივე მედიასაშუალების მეშვეობით შესწორდეს თქვენ მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ცრუ ინფორმაცია და დააფიქსირეთ, რომ თქვენ გაავრცელეთ გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება! P. S. Misha Sesi საჯაროდ დაწერეთ, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ გააკეთებდით შეფასებას, შეასრულეთ გაცემული პირობა! - წერს ანრი ოხანაშვილი.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024