პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომლის მრჩევლადაც მუშაობს ოხანაშვილი, მას შემდეგ, რაც ის სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა მდინარაძემ შეცვალა, მისთვის დაცვის დანიშვნის შესახებ განკარგულება 4 სექტემბერს გამოსცა.
განკარგულებაში წერია, რომ ოხანაშვილს სახელმწიფო დაცვა “შესაბამისი წინაპირობიდან გამომდინარე, საჭიროების გასვლამდე” დაენიშნა, საჭირო ვადად კი, განსაზღვრულია 2026 წლის 10 სექტემბრამდე პერიოდი. თუმცა, განკარგულებაში არ არის დაკონკრეტებული, რა არის ამ გადაწყვეტილების მიღების “შესაბამისი წინაპირობა”. ამავე განკარგულებაში ოხანაშვილი, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ისე იხსენიება და არ არის აღნიშნული მისი რამდენიმეთვიანი მუშაობა სუს-ის ხელმძღვანელად.