-share.jpg)
მათ 24 მარტს განაცხადეს, რუსეთის ცენტრალური ბანკის ბაზების გატეხვისა და საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნების შესახებ. გუშინ ჰაკერებმა ქსელში 28 GB ინფორმაცია გაავრცელეს.
რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკი, კომერსანტის ცნობით, გატეხვის შესახენ ინფორმაციას უარყოფს.
The Black Rabbit World-ის Twitter-ის გვერდზე, ჰაკერებმა განაცხადეს, რომ მათ გაავრცელეს დოკუმენტები “ინტერნეტის სხვადასხვა წერტილში”. “თუ ლინკები ცენზურას დაექვემდებარება, ჩვენ მათ სხვადასხვა ბმულზე გავაზიარებთ”, – დასძინეს მათ.
ჰაკერებმა ჩაწერეს მიმართვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მისამართით. ისინი საუბრობენ უკრაინის ომზე, მსხვერპლზე მშვიდობიან მოსახლეობას შორის და ხაზს უსვამენ, რომ “არავითარი საიდუმლო უსაფრთხო აღარ არის”.
“ჩვენ ვართ თქვენს სასახლეში, ჩვენ ვართ იქ, სადაც თქვენ ჭამთ, ჩვენ ვართ თქვენს მაგიდასთან, ჩვენ ვართ იქ, სადაც თქვენ გძინავთ. დეკლარაციები, მიმოწერა, სხვა ქვეყნებთან გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებები, თქვენი ოლიგარქების საიდუმლოებები, თქვენი კონფიდენციალური ვიდეოები და აპლიკაციები, რომლებსაც იყენებთ. ნატო, ამერიკა და ევროკავშირი მატყუარაა. მათ ყველას ჰქონდათ გარიგება დახურულ კარს მიღმა. ჩვენ არ დავუშვებთ ომს, ექსპლუატაციას და უსამართლობას. ჩვენ ვართ Anonymous. ჩვენ ვართ ლეგიონი”, – ამბობს მიმართვის ავტორი.
ვიდეოზე გაკეთებულ წარწერაში კი აღნიშნულია, რომ “ხალხს არ უნდა ეშინოდეს თავისი ხელისუფლების, არამედ მთავრობებს უნდა ეშინოდეთ ხალხის”.
0
0