
თურქეთის დედაქალაქ ანკარასთან ახლოს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, ლიბიის არმიის მეთაური მოჰამედ ალი აჰმედ ალ-ჰადადი და ბორტზე მყოფი კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ლიბიის პრემიერ-მინისტრმა, აბდულ ჰამიდ დბეიბაჰმა განაცხადა.
მან ავიაკატასტროფას „ტრაგიკული შემთხვევა“ უწოდა.
„ეს დიდი ტრაგედია დიდი დანაკარგია ერისთვის, რადგან ჩვენ დავკარგეთ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად და თავდადებით ემსახურებოდნენ ქვეყანას“, – განაცხადა ლიბიის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ანკარიდან დაახლოებით, 74 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს.
მისივე თქმით, ტრიპოლისკენ მიმავალმა თვითმფრინავმა კონტაქტის დაკარგვამდე საგანგებო დაშვება მოითხოვა.
თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, ილმაზ ტუნჩმა კი აღნიშნა, რომ ანკარის მთავარმა პროკურატურამ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც „ბიბისი“ წერს, ლიბიის არმიის მეთაური და მისი გუნდი თურქეთში ორ ქვეყანას შორის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით მოლაპარაკებებისთვის იმყოფებოდნენ.
0
0
ხაშურში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
24/12/2025