
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხუთი ადამიანი დაიღუპა ანკარაში, რაკეტების ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად.
დღეს დილით ანკარაში სარაკეტო და ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანაში აფეთქება მოხდა.
"ანკარაში, ელმადაგის რაიონში, სარაკეტო ქარხანაში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ჩვენი ხუთი მუშა დაიღუპა. დაწყებულია სასამართლო და ადმინისტრაციული გამოძიება", - აცხადებენ სამინისტროში.
მანამდე CNN Turk იტყობინებოდა, რომ ანკარაში, რაკეტების ქარხანაში მომხდარი აფეთქების შემდეგ ხუთი ადამიანი ნანგრევების ქვეშ დარჩა.
დაზუსტებულია, რომ ქარხანა მუშაობს ეროვნული თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების რაკეტებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივლისიდან
08/07/2026
10 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/07/2026