27/05/2022
22:03
პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს ინტერპელაციის წესით უსმენენ, ოპოზიციონერი დეპუტატები და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
შელაპარაკება ალუდა ღუდუშაურის სიტყვით გამოსვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ანი წითლიძესა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერს, მამუკა მდინარაძეს შორის მოხდა.
მდინარაძემ პოლიტიკურ ოპონენტებს განუცხადა, რომ „ციხეზე მაინც ნუ ისაუბრებენ“.
აღნიშნული რეპლიკის საპასუხოდ წითლიძემ მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „მიშას სადღეგრძელოს ყანწებით სვამდი“. თავის მხრივ, წითლიძის რეპლიკას მდინარაძემ შემდეგნაირად უპასუხა: „ეტყობა რაღაც აგერია, რაღაცას მაბრალებ, რა გამიხურე საქმე“. ამის შემდეგ ანი წითლიძემ, მამუკა მდინარაძეს წარსულში საადვოკატო საქმიანობის დროს პროკურატურასთან თანამშრომლობაში დასდო ბრალი, რაზეც მდინარაძემ შემდეგი პასუხი გასცა: „რა ტვინი წაიღე? ხომ არ აფრენ, რა პროკურატურასთან შეკრული?“.
0
0