
ბელადომანია თუ სადმე ყოფილა, ნამდვილად, „ლელოში“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
წითლიძე ეხმაურება პარტია „ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართვასთან დაკავშირებით გუშინ გააკეთა.
„გადასარევი პასუხია, მაგრამ ძვირფასო ირაკლი, ზუსტად იმავე ხომალდში, იმავე მიმართულებით იქნებით თქვენც, რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას თუ დათანხმდებით.
ბელადომანია თუ სადმე ყოფილა, ნამდვილად, „ლელოში“. ასე, ადამიანები უსიტყვოდ ეთანხმებოდნენ თავმჯდომარეს, რისიც თვითონ არ სჯერათ, ბიძინას გარდა, მეორე, არ ვიცი.
კიდევ იმედი მაქვს, რომ გადაიფიქრებენ“, – წერს წითლიძე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით, დაადასტურონ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დაუყოვნებლივ გამოსცემს შეწყალების აქტს.
0
0