
„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე სოციალურ ქსელ „X“-ში აქციის იმ ღამეს იხსენებს, როდესაც აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
„გასული წლის დეკემბერში საპროტესტო აქციების ერთ-ერთი პირველი ღამე იყო, ვიღებდი ვიდეოს და მაფრქვევდნენ, რაც, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი იყო. უეცრად სპეცრაზმი ჩემს უკან გამოჩნდა. ჩემი ძმისკენ შევბრუნდი, მაგრამ ხალხში გაუჩინარდა, ყველა გარბოდა, მეც გავიქეცი. ცრემლსადენი გაზი წყლის ჭავლთან ერთად იფრქვეოდა. დავეცი, კაცმა ხელი მომკიდა და გადამწია, ვიღაცამ მარილიანი წყალი შემასხურა.
ხუთი წუთის შემდეგ, როგორც კი გონს მოვედი, დავინახე ჩემი ძმა, თითქოს არაფერი მომხდარა, ვეკითხები როგორ ხარ? ისევ ძლივს ვსუნთქავ. ის ამბობს, კი, კარგად ვარ, რატომ მეკითხები? მე ვეუბნები გაზი?! ის ამბობს, ოჰ, არა არ მაწუხებს. არ ვიცი, ასუსტებს თუ არა ალკოჰოლი ცრემლსადენი გაზის ეფექტს, ან იქნებ უბრალოდ დიდად არ იყო პანიკაში, მაგრამ ქართული ღვინის წყალობით, როგორც ჩანს, სრულიად უვნებელი იყო“, - წერს ჩხიკვაძე.
0
0