26/02/2022
11:00
მსოფლიო
გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი ბერლინის სუპერმარკეტში გაძარცვეს.
Bild-ის ცნობით, პოლიციამ დაადასტურა, რომ ხუთშაბათს ერთ-ერთ სუპერმარკეტში 67 წლის ქალს საფულე ამოაცალეს. სამართალდამცველებმა დაზარალებულის ვინაობა არ გაამხილეს, რადგან ეს გერმანიის კანონმდებლობით აკრძალულია.
ხუთშაბათს, ბერლინში, მერკელი მორზერშტასეზე მდებარე სუპერმარკეტში მივიდა. მისი საფულე საყიდლების კალათში იდო. ვერც მერკელმა და ვერც მისმა დაცვამ ვერ შეამჩნიეს, როგორ მოიპარა იგი იქიდან უცნობმა პირმა.
ყოფილმა კანცლერმა პოლიციას არ დაურეკა, მაგრამ მივიდა უახლოეს პოლიციის განყოფილებაში და ქურდობის შესახებ განცხადება იქ დაწერა.
მერკელმა, რომელმაც კანცლერის თანამდებობაზე მუშაობის 16-წლიანი ვადა გასული წლის დეკემბერში დაასრულა, მაღაზიებში საყიდლებზე კანცლერობის დროსაც თავად დადიოდა.
0
0