
ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მსჯავრდებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს.
ამის შესახებ ანდრო ჭიჭინაძის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს. ამ სიმბოლური ტექსტით მინდა სოლიდარობა და გვერდში დგომა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავად არიან სოლიდარობისა და მეგობრობის მაგალითი.
ძალიან არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, „მეგობრებო“. ისტორიას გადავხედოთ და მარტივად მივხვდებით, რომ ხელოვანები თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციით იყვნენ და არიან თქვენთვის და ნებისმიერი ხელისუფლებაში მყოფისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები. ასე იქნება ყოველთვის.
თქვენამდეც და თქვენ შემდეგაც სიმართლე ერთი იქნება და ამ სიმართლის სათქმელად სიტყვა ყოველთვის გამოინახება. ამიტომ ჩემი რჩევაა - სწორი ღირებულებების მქონე ადამიანებთან ბრძოლა წამგებიანია“, - წერს ანდრო ჭიჭინაძე.
0
0
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
23/02/2026