
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია გაოცებას იწვევს ევროკავშირის მიმართ თავისი აშკარა ანტაგონიზმით და წარმოადგენს გეოპოლიტიკურ თამაშს, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის ერთიან ძალად გადაქცევის თავიდან აცილებას, – ამის შესახებ თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის ერთიანობა „აშშ-ის ინტერესებს ეწინააღმდეგება.“
როგორც ანდრიუს კუბილიუსი აღნიშნავს, ვაშინგტონის ნარატივი, წარმოაჩინოს ევროპის სავარაუდო „ცივილიზაციური წაშლა“, არა ღირებულებების ან დემოკრატიის შესახებ რეალურ შეშფოთებას, არამედ აშშ-ის მკაცრ გეოპოლიტიკურ გათვლებს ეფუძნება.
„აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ანტაგონისტური ენა ევროკავშირის მიმართ არა ამერიკული სენტიმენტალური ემოციებიდან „ძველი კარგი ევროპის“ მიმართ, არამედ ღრმა სტრატეგიული მოსაზრებებიდან მომდინარეობს“, – აღნიშნავს ანდრიუს კუბილიუს.
კუბილიუსი ასევე ყურადღებას ამახვილებს ვაშინგტონის იმ მოწოდებაზე, რომლებიც, ევროპულ ქვეყნებში „წინააღმდეგობის გაღვივებისკენ“ და იმ ნაციონალისტურ პარტიებთან თანამშრომლობისკენაა მიმართული, რომლებიც ღრმა ინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან.
ამ მოწოდებებს ანდრიუს კუბილიუსმა უწოდა მტკიცებულება იმისა, რომ აშშ მზადაა „ევროკავშირის წინააღმდეგ საბრძოლველად“.
მისივე თქმით, აშშ ერთიან ევროკავშირს ვაშინგტონის გავლენისთვის პოტენციურ გამოწვევად განიხილავს. კუბილიუსი იმედოვნებს, რომ აშშ გამოიჩენს წინდახედულობას, ევროპული ერთიანობის ძალას არ ებრძოლოს.
0
0