
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისას“ გამარჯვებას ეხმაურება და პეტერ მადიარს გამარჯვებას ულოცავს.
მისი თქმით, ვიქტორ ორბანის მსგავს ძლიერ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება არასდროს ყოფილა ადვილი.
„ვულოცავ პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას. ვიქტორ ორბანის მსგავს ძლიერ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება არასდროს ყოფილა ადვილი, თუმცა მან უნგრელთა უმრავლესობის ნდობა დაიმსახურა და დიდი იმედები და მოლოდინები აქვს. მან ეს იმედები არ უნდა გაუცრუოს. პატივს ვცემ არჩევნების შედეგებს და მოუთმენლად ველოდები ჩვენს თანამშრომლობას, რადგან უნგრეთსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობა მჭიდროა. მე ყოველთვის კონსტრუქციულად ვიმუშავებ ნებისმიერთან, ვინც ამომრჩეველმა აირჩია“, – წერს ანდრეი ბაბიში.
ცნობისთვის, ხმათა 96.37%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.
0
0