
საქართველო: დიდი დარტყმა პროდასავლურ და პროევროკავშირულ ბანაკს და ფართო გამარჯვება სუვერენიტეტის მომხრეებისთვის, - ასე ეხმიანება საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ფრანგი ანალიტიკოსი ლორან ოზონი. შესაბამისი პოსტი მან სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.
„ოფიციალური წინასწარი შედეგები (პროპორციული კენჭისყრის საფუძველზე, ხმების 100%-ის დათვლით) მკაფიო გამარჯვებას ანიჭებს „ქართულ ოცნებას“ (მმართველ პარტიას) - ხმათა დაახლოებით 80%, რითაც ის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში აბსოლუტურ უმრავლესობას იღებს. თბილისში, კახა კალაძე („ქართული ოცნება“, მოქმედი მერი) ეგზიტპოლების მიხედვით, ხმების დაახლოებით 71%-ს იღებს, რაც მას ამ თანამდებობაზე მესამე ვადით მუშაობის საშუალებას აძლევს.
„გლუკსმანურმა“ პარტიებმა უდიდესი მარცხი განიცადეს. შედეგად, ევროკავშირის და სოროსის „ტანვარჯიშის სექციების“ მიერ დაფინანსებული მოძრაობები ხელჩართულ ბრძოლას იწყებენ. არაფერი სერიოზული“, - წერს ოზონი.
1
0