22/09/2023
16:06
ეკონომიკა
ანაკლიაში გემები 2020 წლიდან უნდა მიგვეღო, დღეს მთავრობამ გამოაცხადა, რომ პორტი აშენდება 2028 წელს, კომენტარი თქვენთვის მომინდვია, - ასე გამოეხმაურა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე განხილვებს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ინვესტორები, ამერიკული და ევროპის წამყვანი კორპორაციები და ბანკები უნდა ყოფილიყვნენ, ახლა კი ეს გაურკვეველია.
„1. ანაკლიაში გემები 2020 წლიდან უნდა მიგვეღო. სახელმწიფოსგან საჭირო იყო 50 მილიონი დოლარის გარანტია, რომელიც უზრუნველყოფილი იყო და არა საჩუქარი. აშენებული პორტი სრულად, 100%-ით გადადიოდა სახელმწიფოს კუთვნილებაში. ინვესტორები, ამერიკული და ევროპის წამყვანი კორპორაციები და ბანკები.
2. დღეს მთავრობამ გამოაცხადა, რომ პორტი აშენდება 2028 წელს და ამისთვის ბიუჯეტი ჩადებს 300 მილიონ დოლარს და სახელმწიფოს კუთვნილება 51% იქნება. გაურკვეველი ინვესტორებით, ბიუჯეტით და კომპანიებით. კომენტარი თქვენთვის მომინდვია!“ -წერს მამუკა ხაზარაძე.
0
0
ქარი, წვიმა, მთაში მოთოვს - ამინდი უარესდება
15/11/2024