
მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ფორმითაც საქართველოს მოქალაქეებთან მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უზღუდავენ საქართველოს მოქალაქეებთან კომუნიკაციას და ჰყავთ გამოკეტილი ციხეში, აქვს ტექნიკური შესაძლებლობები მოქალაქეებთან სალაპარაკოდ.
„ნებისმიერი ასეთი შესაძლებლიბის გამოყენება პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან ძალიან კარგი იქნება. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უზღუდავენ საქართველოს მოქალაქეებთან კომუნიკაციას და გამოკეტილი ჰყავთ ციხეში, საბედნიეროდ, ტექნიკური შესაძლებლობები აქვს, რომ გამოიყენოს საქართველოს მოქალაქეებთან სალაპარაკოდ, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა. რაც შეეხება ამის გამოყენებას პარტიაში, ის პარტიაში არ გვჭირდება, რადგან ისედაც გვაქვს წერილობით ყოველდღიური კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 29 ივლისის სასამართლო პროცესზე განაცხადა: „მთლიანად თუ ჩამკეტავთ და ხალხს არ დამანახებთ, არა უშავს, უკვე მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი, რომელიც ჩემზე კარგად გამოიყურება, მაგრამ მე ვარ“.
0
0