
მურთაზ ზოდელავა კოალიცია „ახლების” ერთ-ერთი ლიდერი და წევრი არის დაარსების დღიდან – დღემდე. „ახლებში”, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არცერთი ინტერვიუ მურთაზ ზოდელავაზე და ფბ პოსტებიც კი. ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია, თუნდაც ყველაზე არაობიექტური კითხვა დასვას, მაგრამ მე კითხვა გამიჩნდებოდა, მურთაზ ზოდელავა მისი გუნდისგან და მეგობრებისგან არ იმსახურებს თანადგომას? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
ანა წითლიძე 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხმაურება.
„მურთაზ ზოდელავა კოალიცია ახლების ერთ-ერთი ლიდერი და წევრი არის დაარსების დღიდან – დღემდე.
ძალიან მწვავე განცხადებებით გამოირჩეოდა ენმს შიდა პროცესების დროს, ახლა ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს მაგრამ ფაქტი რომ აღვნიშნო.
ადამიანმა თავი გაწირა და ციხეში 9-წლიანი პატიმრობა ემუქრება. იბრძოლა იმისთვის, რისიც სწამდა და გაბედა ის, რასაც ბევრი ვერ იზამდა.
კოალიციის ლიდერებმა გვარამია/მელიამ დღეს 4 ოქტომბერზე განცხადება გაავრცელეს. განცხადების შინაარსში არ შევალ. არცერთი სიტყვა მურთაზ ზოდელავაზე, მათ უახლოეს მეგობარზე და კოალიციის ლიდერზე.
ახლებში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არცერთი ინტერვიუ მურთაზ ზოდელავაზე და ფბ პოსტებიც კი.
მე არასოდეს არ დავამუნათებ ჟურნალისტებს კითხვის დასმაზე, მიუხედავად იმისა, მოტივები ვიცი თუ არ ვიცი, ან მომწონს თუ არა.
ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია თუნდაც ყველაზე არაობიექტური კითხვა დასვას – ეს მისი უფლებაა და საზოგადოება თვითონ აკეთებს სწორ დასკვნებს. ამიტომ კითხვას დასვამთ, პასუხიც არ უნდა უკვირდეს არავის, თუნდაც მიუღებელი. მით უმეტეს, არ მივუთითებ ვინმეს, რამე ჰკითხონ, მაგრამ მე კითხვა გამიჩნდებოდა, მურთაზ ზოდელავა მისი გუნდისგან და მეგობრებისგან არ იმსახურებს თანადგომას? ეს კითხვა არ გაქვთ? ან ეს რატომ არსად აღნიშნება?” – წერს ანა წითლიძე.
„ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ „დაანონსებული, აფიშაგამოკრული რევოლუცია არასდროს მოხდება, 4-ში ორგანიზატორების ერთადერთი გეგმა იყო მათი თავდადება, რომელმაც აქციაზე მოსულთა 98 %-ში ვერ მოიპოვა მხარდაჭერა“. 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით პოსტი გამოქვეყნდა „ახალის“ კიდევ ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ფეისბუქგვერდზეც, რომელშიც ნათქვამია, რომ რევოლუციური კომიტეტის წევრები თავგანწირვისთვის იმსახურებენ პატივისცემას, თანაგრძნობას, მხარდაჭერას, მაგრამ საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს მათგან სიმართლეს.
0
0