
„4-მა ოქტომბერმა რეალურად დღის წესრიგი ივანიშვილს ამოუყირავა,“ – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, ანა წითლიძემ „ბათუმელებთან" ინტერვიუში განაცხადა:
„ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველი შემთხვევა იყო ბოლო 12 წლის განმავლობაში, როდესაც რევოლუციური ცვლილებებისთვის გამოვიდა ხალხი. ერთ აქციას ვერ მეტყვით 12 წლის განმავლობაში, როდესაც დაანონსებულ რევოლუციაზე გამოსულიყო ხალხი.
ეს ნიშნავს იმას, რომ ასი ათასობით საქართველოს მოქალაქემ კიდევ ერთხელ თქვა ხმამაღლა, რომ ამ ქვეყანაში არანაირი არჩევნები არ არსებობს. თან გამოვიდა იმ დღეს, როდესაც პარალელურად ეგრეთ წოდებული არჩევნები ტარდებოდა,
ძალიან მარტივი მოსალოდნელია, ჩანიშნოს კიდევ ერთი არჩევნები და ეს საკონსტიტუციო უმრავლესობაც მიიღოს.
ჩვენ შეგვეძლება მივმართოთ სტრასბურგს – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება დასასრული, მაგრამ ამის პარალელურად კიდევ უფრო გააქტიურდება რეპრესიები.
ჩვენ ვებრძვით არა ზოგადად ცუდ ხელისუფლებას, არამედ საოკუპაციო რეჟიმს, რომელსაც „ეფესბე“ მართავს. აქ სრულყოფილი ვერც გეგმა იქნება და ვერც მოქმედება“ - თქვა წითლიძემ
0
1