
არ გამოდის, გამუდმებულად ლანძღავდე ევროკავშირს და გქონდეს მოლოდინი, რომ ევროკავშირის სტრუქტურები დაგელაპარაკებიან ან გაფართოების კომისიაზე მოგიწვევენ - ის პოლიტიკა რა პოლიტიკასაც ახორციელებს „ქართულ ოცნება“, პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველომ დაკარგოს ევროპული ინტეგრაცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „რაც უფრო დიდი ხანი იქნება რუსული საოკუპაციო რეჟიმი ხელისუფლებაში და თავს დაუძახებს ხელისუფლებას, მით უფრო მეტად გაღრმავდება საქართველოს იზოლაცია“.
„საქართველო ვერ იქნება ვერანაირი საერთაშორისო პროცესების მონაწილე მანამ, სანამ ამ ქვეყანას მართავს რუსული საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც კლავს დემოკრატიას, ლახავს ადამიანის უფლებებს და ქვეყანას მიაქანებს იზოლაციისკენ. არ გამოდის, რომ გამუდმებულად ლანძღავდე ევროკავშირს, შენს საერთაშორისო პარტნიორებს და შემდეგ გქონდეს მოლოდინი იმის, რომ ევროკავშირის სტრუქტურები შენ დაგელაპარაკებიან ან გაფართოების კომისიაზე მოგიწვევენ. ის პოლიტიკა რა პოლიტიკასაც ახორციელებს რუსული საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც საკუთარ თავს ეძახის „ქართულ ოცნებას“, პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველომ დაკარგოს თავისი ევროპული ინტეგრაცია. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია პირდაპირ გულისხმობს და დაკავშირებულია საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან, რადგან მარტო დარჩენილი საქართველო, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების გარეშე, ნიშნავს რუსეთთან პირისპირ დარჩენას და რუსულ ოკუპაციას. ამიტომაც რაც უფრო დიდი ხანი იქნება რუსული საოკუპაციო რეჟიმი ხელისუფლებაში და თავს დაუძახებს ხელისუფლებას, მით უფრო მეტად გაღრმავდება საქართველოს იზოლაცია და მით უფრო მეტად ჩაიკეტება ჩვენი ევროპული ინტეგრაცია“,- განაცხადა ანა წითლიძემ.
0
0