ანა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმების მოთხოვნით მიმართავს
A-
+A

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმების მოთხოვნით მიმართვას აპირებს. როგორც ანა ნაცვლიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, ეს პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
„რაც შეეხება „ალტ-ინფოს“ პარტიას, კონსერვატორები თუ რაც დაირქვეს, ეს პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას! თუ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება მას დაარეგისტრირებს, ძალიან მძიმე რამეს მოაწერს ხელს.
მე კი ვიპოვი 29 ჩემს კოლეგას, რომელთან ერთადაც საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვ ამ პარტიის გაუქმებას!“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, „ალტ- ინფომ“ კონსერვატიული მოძრაობა დღეს დააფუძნა. პარტიის დამფუძნებლები არიან - კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე და სხვები. პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს.
0
0
416
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%