
დედაქალაქში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სექტემბრიდან სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა დაიწყება.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა ანა კაკაბაძემ განცხადება გააკეთა.
„ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ დედაქალაქის მერმა დააანონსა, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც ენდოპროთეზირებას საჭიროებს, დედაქალაქის მერია ოპერაციას სრულად დაუფინანსებს. ეს დაპირება რეალობად იქცა და ოპერაციის ღირებულება ყველა ასაკის ადამიანს სრულად დაუფინანსდება“, - განაცხადა ანა კაკაბაძემ.
ანა კაკაბაძემ დედაქალაქის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას და ყველა შესაბამის სამსახურს, რომელთა ერთობლივი საქმიანობის შედეგად მოხდა აღნიშნული პროგრამის ამოქმედება, მადლობა გადაუხადა.
„სახსრის ხელოვნური ანალოგით შეცვლის ოპერაცია ათასობით ადამიანს უტარდება და აღნიშნული გადაწყვეტილებით, ადამიანებს ფინანსური ტვირთი შეუმსუბუქდებათ“,- განაცხადა საკრებულოს წევრმა.
0
0