22/01/2025
21:32
პოლიტიკა
„ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ანა დოლიძემ სოციალურ ქსელ X-ზე ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით დეზინფორმაციის შემცველი ქარდი გაავრცელა, რომელშიც ტელეკომპანიის მფლობელის, ირაკლი რუხაძის უცხოური აქტივების „სქემაა“ ასახული.
აღნიშნული ქარდი კონგრესმენმა ჯო უილსონმა გამოაქვეყნა თავის გვერდზე, რომელშიც განაცხადა, რომ „ირაკლი რუხაძე ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტია და ფლობს უამრავ კორუფციულ აქტივს თავისი ბოსისთვის“.
ჯო უილსონმა კვლავ დააფიქსირა უსაფუძვლო ბრალდებები ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან ივანიშვილის თითქოსდა კავშირების თაობაზე.
მან ასევე ბრალი დასდო ტელეკომპანია „იმედს“ „ამერიკის სიძულვილის გავრცელებაში“ და „სანქციები“ დააანონსა.
ამასთან, ტელეკომპანია “იემდი” განმარტავს, რომ „ტელეიმედის“ მფლობელობის „სქემა“ სინამდვილეს არ შეესაბამება.
0
0