ამხელა სიწმინდეში რომ გეი აქტივისტს პრეზიდენტად აირჩევ, რა გასაკვირია, რომ ღვთის რისხვა მოგეწიოს - მეუფე სპირიდონი ზელენსკიზე
13/03/2022
20:47
სხვადასხვა
A-
+A
შე დალოცვილო, ამხელა სიწმინდეში რომ გეი აქტივისტს პრეზიდენტად აირჩევ, არ არის ეს კარგი და, რა თქმა უნდა, სასჯელს უნდა ელოდო, - ამის შესახებ სხალთის მიტროპოლიტმა, მეუფე სპირიდონმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. მოგეხსენებათ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრია ასევე ათონის მთა - მეორე, და ასევე წილხვედრია კიევის პეჩორა, ანუ კიევი და შემდეგ არის დივეევოს მონასტერი. ეს არის ცნობილი მთელ საეკლესიო, მართლმადიდებლურ სამყაროში, რომ კიევი არის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. ეს ხომ უდიდესი საჩუქარია მათთვის, მაგრამ ვისაც მეტი მიეცეს, მეტი მოეთხოვოსო. შე დალოცვილო, ამხელა სიწმინდეში რომ გეი აქტივისტს პრეზიდენტად აირჩევ, არ არის ეს კარგი და, რა თქმა უნდა, სასჯელს უნდა ელოდო. ასეთ სიწმინდეში ყოველ წელიწადს გეი პარადებს რომ ჩაატარებ, რა გასაკვირია, რომ დაისაჯო და ღვთის რისხვა მოგეწიოს. ახლა ვინ იქნება დამსჯელი მაგას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს“, განაცხადა მეუფე სპირიდონმა.
0
0
599
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%