
"ვახ ჩემო ტერიტორია-დაგლეჯილო ,
ვახ ჩემო საქართველოვ!
ამხელა ღალატში
რით გიშველო ძვირფასო ?!" - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი “ვეფხისტყაოსნის” ოსურ ნაწარმოებად გამოცხადებას:
,,ჯანსუღ ჩარკვიანს ეკითხება ჟურნალისტი ერევანში:” ამბობენ რომ ვეფხისტყაოსანი სომხურია და რუსთაველი სომეხი ოყოო” ჯანსუღმა დარბაზიდან უპასუხა ” უი , ისე სძულდა სომხური ენა , რომ ქართულად დაწერაო?!” სიცილით და ტაშით შეხვდა დარბაზი ჟურნალისტის უხერხულ ბოდვას, ჰოდა ახლა გამახსენდა რუსეთის მხარეს შემოუგდია თემა ცხინვალის “პოეტესას” უთქვამს და განუხილიათ -დავით სოსლანია ავტორიო
ვახ ჩემო ტერიტორია-დაგლეჯილო ,
ვახ ჩემო საქართველოვ!
ამხელა ღალატში
რით გიშველო ძვირფასო ?!
p.s. ეს სტატუსი წამიერი დარდია, თორემ უიმედოდ არ გეგონოთ ოპტიმისტი ვარ და საფუძველიც მაქვს ოპტიმიზმის, ზუსტად ვიცი მოვესწრები რუსეთის იმპერიის მიწასთან გასწორებას და ჩვენი კოლაბორაციონალი ხელისუფლების გასტუმრებას!
“ - წერს ჩარკვიანი.
ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში ადგილობრივი მწერლები “სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტში“ შეიკრიბებიან და “ვეფხისტყაოსნის” ავტორის ვინაობის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო “რეს“-ი წერს.
როგორც გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, ადგილობრივი მწერლები პოემის ავტორის ვინაობას ეჭვქვეშ აყენებენ.
“მე-12 საუკუნის პოემა “ვეფხისტყაოსანი“ ბევრ საიდუმლოებას ინახავს, დაწყებული ავტორებით, დამთავრებული გმირებით. პოემაში მოქმედება ვითარდება როგორც რეალურ, ასევე გამოგონილ ქვეყნებში.
ზოგიერთი წყაროს მიხედვით, პოემის ავტორი ქართველი მწერალი შოთა რუსთაველია, ზოგიერთი მოსაზრებით კი ოსი პრინცი, დავით სოსლანი”, – ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
0
0