
“ამტკიცებდნენ, თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამეთ, მოვკალით - მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს, მთელი ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებით”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„რაც შეეხება კითხვას, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, მანამდეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის დროს ამერიკაში ყოფილი ელჩი იაკობაშვილი იყო ჩართული ახალი ლობისტური კომპანიების მოძიებაში. როგორც სააკაშვილმა დაიქირავა ლობისტური კომპანია და ოფიციალურად, მხოლოდ ერთ კომპანიაში, მილიონი დოლარი გადაიხადეს, რომ ის აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიქართული კამპანია ეწარმოებინათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს, ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი... ეს არ სიამოვნებთ, მე რომ გამოვდივარ საერთაშორისო პლატფორმაზე და ამაზე ვსაუბრობ ღიად. {ვრცელდებოდა ინფორმაცია} თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამეთ, მოვკალით... მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს. მთელი ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებით, რომ საქართველოს მთავრობა ყველა პატიმარს და მათ შორის პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
0
0