ამსტერდამის უნივერსიტეტში სპეცრაზმმა პალესტინის მხარდამჭერთა დემონსტრაცია ხელკეტებისა და ძაღლების გამოყენებით დაშალა
15/05/2024
13:35
მსოფლიო
A-
+A
![main-img]( /storage/files/%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98.png )
ამსტერდამის უნივერსიტეტში, სპეცდანიშნულების რაზმმა პროპალესტინური დემონსტრაცია დაშალა. უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები ღაზაში ისრაელის ქმედებებს აპროტესტებდნენ. ისინი ისრაელსა და უნივერსიტეტს შორის აკადემიური ურთიერთობების გაუქმებას ითხოვდნენ.
პოლიციამ ხელკეტები და ძაღლები გამოიყენა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სამართალდამცველებს მას შემდეგ მიმართა, რაც დემონსტრანტებმა კამპუსში შეჭრა სცადეს.
უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტებმა კარვები გაშალეს და სასწავლო ინვენტარით ბარიკადები აღმართეს. ანალოგიური დემონსტრაციები ნიდერლანდების სხვა უნივერსიტეტებშიც იმართება.
0
0
92
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%