07/05/2024
12:02
მსოფლიო
პოლიციამ ამსტერდამის უნივერსიტეტში პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია დაშალა. ძალადობრივი შეტაკების დროს 125 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სოციალურ ქსელ X-ში ღამით გამოქვეყნებულ შეტყობინებებში პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი იძულებულები იყვნენ, დაეშალათ დემონსტრანტების მიერ გაშლილი კარვები, რადგან აქციის მონაწილეები პოლიციის მისამართით ფოიერვერკებს ისროდნენ.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
„წესრიგის აღსადგენად პოლიციის ჩარევა აუცილებელი იყო. სოციალურ მედიაში ვხედავთ კადრებს. გვესმის, რომ ეს სურათები სანახავად შეიძლება, მძიმე იყოს. ჩვენ ადგილზე ვრჩებით“, - განაცხადა პოლიციამ.
ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია იმართება. სტუდენტები ომსა და ისრაელთან აკადემიურ კავშირებს აპროტესტებენ.
0
0