ამოსავალი წერტილი იქნება ის, რაც სჭირდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და არა ნაცმოძრაობის ლიდერების კაპრიზები - მდინარაძე
27/10/2021
12:58
პოლიტიკა
A-
+A
ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მოშიმშილე პატიმარი – ყველასთვის იქნება თანაბარი პირობები. დასჭირდება გადასვლა კლინიკაში – შესთავაზებენ, უარს იტყვის – ამოსავალი წერტილი იქნება ის, რაც მის ჯანმრთელობას სჭირდება და არა მის და „ნაცმოძრაობის“ ლიდერების კაპრიზებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორც ყველა მოშიმშილე პატიმრის მიმართ. პატიმარს გაუკეთებენ ყველაფერს, რაც მის ჯანმრთელობას დასჭირდება – არც მეტს და არც ნაკლებს. თუ რაღაც რისკი იქნება, ეს რისკი გამოირიცხება. თუ კვლევა იქნება ჩასატარებელი – ჩაუტარებენ, რა მეთოდით და როგორ, ამას თვითონ გადაწყვეტენ. იუსტიციის სამინისტრო იზრუნებს იმაზე, რომ შიმშილობამ, ეგრეთ წოდებულმა თუ ნამდვილმა, არ მოიტანოს ცუდი შედეგი სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0
405
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%