
ის, რაც დღეს გურიაში ხდება, არის სახელმწიფოს გულგრილობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს.
როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, ე.წ. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს უბედურებაში ტოვებს, საერთოდ არ უნდა არსებობდეს.
„თოვლმა რეგიონი სრულად ჩაკეტა - ადამიანები აღმოჩნდნენ მიტოვებულები დენის, წყლისა და გზის გარეშე, ხოლო ე.წ. ხელისუფლება, რომელიც ხალხის სამსახურში უნდა იდგეს, საერთოდ არ არსებობს! მართლა რა გაჩერებთ კაბინეტებში? ამ მასშტაბის სტიქიის დროს არ უნდა ჩადიოდეთ ხალხთან?! ამ ფონზე, როცა ასე უჭირთ მოქალაქეებს და თქვენ არ გცალიათ მათთვის, მოიცალეთ ევროკავშირის ელჩზე შეტევისთვის და მთელი ევროპისთვის თავზე გადასავლელად. ესეც არ იკმარეთ და ზემოდან კიდევ მორალს კითხულობთ - მართლა ამორალურები ხართ! ე.წ. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ტოვებს უბედურებაში, საერთოდ არ უნდა არსებობდეს! ჩვენ ერთად გადავურჩებით ამ კრიზისსაც და მალე დავასრულებთ იმ არალეგიტიმური რეჟიმის არსებობასაც, რომელიც ყოველდღე ანგრევს ჩვენს ქვეყანას!” - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.
ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, მათ ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვისა და შსს-ს ძალები ჩაერთვნენ. შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
0
0