
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში პარტიის ანგარიში ნომერი აჩვენა და მოქალაქეებს ფინანსური დახმარება სთხოვა.
ნათელაშვილის თქმით, პარტია დაისაჯა მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყანას არ უღალატა.
„ამოიწერეთ და შემოგვწირეთ, რადგან ეს იქნება ინვესტიცია მომავალში ჩვენი შვილებისათვის. ჩვენ დავისაჯეთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ არ ვუღალატეთ ქვეყანას და მომავალს. პუტინიჩმა დაგვადო სანქცია და აბსოლუტურად აკრძალა ის ელემენტარული, 24 000 ლარი, რომელსაც თვეში როგორც საპარლამენტო პარტია ვიღებდით, ეს იგივეა, რომ ვთქვათ, პოლიცია არ დააფინანსო. ერთი წელია მივათრევთ ამ ფორას და არც დაფიქრდეთ და გადმორიცხეთ რაც შეგიძლიათ და მიუთითეთ შემოწირულება“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივლისიდან
08/07/2026
10 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/07/2026