
საავტორო უფლებების დაცვის კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით, მუსიკოსი დათო ევგენიძე მიმართვას ავრცელებს, სადაც ის პარლამენტს მოუწოდებს, არ გადადონ კანონის მიღება.
„მოგესალმებით, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვერ ვახერხებ, ვიყო ამ უმნიშვნელოვანეს დღეს პარლამენტში და მივმართო პარლამენტის წევრებს, კულტურის კომიტეტს. მინდა გთხოვოთ, რომ არაფრის დიდებით, უაზრო მიზეზებით, რომელსაც გიგა კობალაძის მხარე მიმართავს, რომ გადაიდოს კანონის მიღება, ეს არ მოხდეს. იმიტომ, რომ ამით თქვენ შეურაცხყოფთ ასობით ავტორს, ვინც ქართული კულტურის ხვალინდელ დღეს აკეთებს. რომლებიც სამი წელია კანონში ცვლილებას ელოდებიან. რა ფაქტებიც დაიდო, დავიჯერო, არ არის საკმარისი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავინახოთ სურათი? დამტკიცებულია მათი დანაშაული მილიონების მოპარვის. ერთადერთი რაც დარჩათ, რუსეთუმეს ძახილია, რაც სასაცილოა. სასაცილოა, დათო ევგენიძეს, მე, რომ ვინმე რუსეთუმეს მეტყვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი სურვილი და არ გადადოთ პარლამენტის გადაწყვეტილება“,- ამბობს დათო ევგენიძე.
0
0