11/01/2022
16:14
სამართალი
როგორც მან აღნიშნა, დანაშაული არ ჩაუდენია, ხალხს კი ჰგონია, რომ ფული მან „გაათეთრა“.
„სასამართლოს წინაშე ფიცი დავდე, რომ სიმართლეს ვიტყვი და ახლა ვიტყვი, რომ ერთ ლარს არ ვასესხებ არავის ამის შემდეგ, როგორ ვასესხებ? ბატონმა პროკურორმა ბრძანა, ბანკი დაზარალდაო, თუ ბანკი დაზარალდა, ბანკს უნდა ეჩივლა მამუკასთვის და ბადრისთვის, თუ არ იჩივლა, ეს ბანკის პრობლემაა, არ არის დაზარალებული და როგორ იჩივლებდა? 70 წელს გადაცილებული ვარ, 72 წლის ვხდები, ჩემ ცხოვრებაში ასეთი რაღაც არ მომსვლია, გაუგებრობაში დავდივარ 3 წელია, მრცხვენია კაცო, ხალხს ჰგონია, „ფული გავათეთრე“.
ტელევიზიები, ჩემი ტელევიზია იქნება თუ სხვა, სულ იძახიან - ფულის გათეთრება, ფულის გათეთრება - ავთანდილ წერეთელი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძეო. ჩემი შვილიშვილი მოდის და ფულს მთხოვს, მომეცი, ფული უნდა გავათეთრო ბაბუაო“, - განაცხადა წერეთელმა.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების - მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო ხვალ, 12 იანვარს განაჩენს გამოაცხადებს.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.
0
0