
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს, სადაც “ახალის” ლიდერის, ნიკა გვარამიას და პოლიცილებს შორის კონფლიქტია ასახული და წერს:
"აი ეს, ოფიციალური თაღლითი, ცალკე ჩვენი სასამართლოთი და ცალკე სტრასბურგმაც დაურტყა ბეჭედი, სისხლიანი პროკურორი, ზურაბიშვილის შეწყალებული მხოლოდ და მხოლოდ სიტუაციის ასარევად, ბედავს და ეხება პოლიციელებს.
ამის პროკურორობის და ადეიშვილის მოადგილეობის დროს, კამერებში ლაპარაკის გამო ცემაში კლავდნენ, ნეკნებს და ხერხემლის მალევს უმტვრევდნენ, მწოლიარე ვეტერანებს სცემდნენ და იჭერდნენ, შსს სამინისტროსთან უბროდ დგომისთვის ხელკეტებით სასიკვდილოდ ურტყამდნენ და აკავებდნენ, პოლიციელთან ჯიქაობის კი არა, ფეისბუკში უარყოფითი კომენტარია გამო ჯვარს აცმევდნენ ნებისმიერს.
დღეს ხსნილია. შეიძლება მინისტრებს, დეპუტატებს აგინონ, პოლიციელებს ეძიძგილაონ, ოჯახის წევრები დაამუნათონ...
გესმით შემწყალებლებოო და ძალადობის წამხალისებლებო?" - წერს სალუქვაძე და ვიდეოს აქვეყნებს.
0
0