15/07/2025
16:48

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძის აზრით, ევრობიუროკრატია დღეს ჩრდილიდან იმართება.
"ეს არის სამწუხარო რეალობა" - განაცხადა სალუქვაძემ რადიო ,,სივრცის’ ეთერში და ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც, მისი შეფასებით, ევრობიუროკრატები საქართველოს ულტიმატუმის ენით ესაუბრებიან.
მისი თქმით, საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობა მაშინ შეიცვალა, რაც შეიცვალა გეოპოლიტიკური ვითარება და საქართველო დასჭირდათ ,,გარკვეული ფუნქციების შესასრულებლად“.
ამირან სალუქვაძის აზრით, ახლა უვიზო მიმოსვლის საკითხის გააქტურება, მხოლოდ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენას ემსახურება.. თუმცა, ანალიტიკოსის თქმით, ამას გავლენა ექნება მხოლოდ "უთავმოყვარეო ქართველებზე".
,,საბჭოთა კავშირი ასეთი დიქტატის გამო არ გვინდოდა“ - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
რაც შეეხება ბრალდებას საქართველოს კურსის ცვლილებაზე, ამირანს ალუქვაძესთვის ეს აბსურდული ბრალდებაა, რადგან კურსის ცვლილებაზე არანაირი ფაქტი არ არსებობს.
,,თავად ხვდებიან პუტინსაც და ლავროვსაც“ - თქვა მან
0
0